ბიზნესი
06/04/2023

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს.  

თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს  გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს. საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავების მოცულობის გათვალისწინებით, ტერიტორიის მოწესრიგებას დაახლოებით ათი დღე დასჭირდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილზე, ამ დროისათვის, ათასობით საბურავია გადაყრილი“ - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

Tegeta Green Planet: ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023