ბიზნესი
01/08/2023

"თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთი ყველაზე ძვირი წყნეთში, ოქროყანასა, თხინვალაშია"

2023 წლის პირველ 6 თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა ლისზე, ხოლო შემდეგ კი - საგურამოში, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით,2023 წლის 6 თვეში, ფასების ყველაზე მაღალი დონე წყნეთში დაფიქსირდა, სადაც კვადრატული მეტრის ფასმა $228-ს მიაღწია. წყნეთის შემდეგ ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი ოქროყანასა ($177) და თხინვალაში ($110) ღირს.

ლისზე გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-ივნისში, მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 91%-ს შეადგენდა. 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთების საშუალო ფასმა 86 $/კვ.მ შეადგინა.

საგურამოში 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 55%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 28% შეადგინა. საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 65 $/კვ.მ შეადგინა.

ტაბახმელაში 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 47%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 43% შეადგინა. საშუალო გასაყიდი ფასი 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 68 $/კვ.მ-ს გაუტოლდა.

კოჯორში 2023 წლის პირველ ნახევარში კოჯორში გაყიდული ნაკვეთების 67%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 31% შეადგინა. საშუალო გასაყიდი ფასი კი 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 71 $/კვ.მ იყო.

წავკისში 2023 წლის 6 თვეში გაყიდული ნაკვეთების 57%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 35% შეადგინა. 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის საშუალო გასაყიდი ფასი 102 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 31%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

თბილისის შემოგარენში გაცემული ინდივიდუალური სახლების (საცხოვრებელი ფართი, კვ.მ) მშენებლობის ნებართვები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს მიჰყვება. 2019 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია წავკისში (27%), შემდეგ მოდის წყნეთი (18%) და ტაბახმელა (13%).

Businesspartner