თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი: პოსტკოვიდური რეაბილიტაციის სერვისებზე მოთხოვნა იზრდება
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია.
ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის" დირექტორი ქეთევან ხუროძე jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროგრამა პოტენციური პაციენტებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდეს.
„ბევრი რამე კოვიდის შესახებ არ ვიცით, ასევე ნაკლებად ცნობილია, რომ რეაბილიტაცია კარგად მოქმედებს პოსტკოვიდურ პაციენტებზე. შესაბამისად, ვცდილობთ, ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას და პაციენტები მოვიზიდოთ. ამისთვის აქტიური მუშაობა მიდის როგორც მარკეტინგული კუთხით, ისე ექიმებთან უშუალო კომუნიკაციით,“ - აცხადებს ხუროძე.
ხუროძე განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ COVID-ი ყველას, განურჩევლად ასაკისა გარკვეულ გართულებებს უტოვებს, შესაბამისად, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სარეაბილიტაციო პროგრამით (მასაჟი თუ სხვა სერვისები) თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია ინტერესდება.
„ექიმები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ იმ მიმართულებით. პაციენტებს უნდა განუმარტონ, რომ რეაბილიტაცია მათთვის მნიშვნელოვანი, ხელსაყრელი და დადებითი ეფეტის მომტანი იქნება," - აცხადებს ხუროძე.
შეგახსენებთ, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილოტაციო პროგრამები შექმნა.