თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე "შუხმანის ღვინის სპა" გაიხსნა
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე „შუხმანის ღვინის სპა" გაიხსნა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, ღვინის სპა კახეთში არსებული სპის ანალოგიურია, თუმცა, განსხვავებაა ის, რომ ემატება გამაჯანსაღებელი სხვა ბალნეოპროცედურებიც.
აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის და „შუხმან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.
რაც შეეხება კახეთში არსებულ შუხმანის ღვინის სპას, აბრამიშვილის თქმით, ობიექტი სტუმარს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
„სტუმრებს ვთავზობთ სხვადასხვა პაკეტს გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად. სერვისი ახლა უფრო მიმზიდველია, რადგან პანდემიის შედეგად რამდენიმე თვე ყველა ჩაკეტილები ვიყავით. შესააბამისად, გვსურს, ჩვენი სპეცშეთავაზებებით სტუმრები გავანებივროთ და გამოვაჯანსაღოთ. საუბარია ღვინის სპა პროცედურებზე,“ - აღნიშნავს აბრამიშვილი.
როგორც ცნობილია, "შუხმანის ღვინის სპა" შექმნილია უნიკალური ღვინის ფრაგმენტებზე დაყრდნობილი ინტერიერის დიზაინით და „შუხმანის“ ვენახების ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული, ექსკლუზიური 100%-ით ბიოპროდუქტებით.
ღვინის სპაში მისული სტუმრებისთვის სრულდება უნიკალური პროცედურები, როგორიც არის ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენოპროცედურები, აბაზანებში ცხელი ღვინის პროცედურები და სხვა.
შუხმანის ღვინის სპის წამყვანი პროდუქტია ასევე „შუხმან ჯგუფის“ მიერ წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლით და არის ნატურალური პროდუქტი.დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი, დაბერების საწინააღმდეგო, დამარბილებელი ზეთი, რომელიც კანს ნაზსა და ელასტიურს ხდის.