ბიზნესი
10/06/2023

თბილისის 8 გამორჩეული ადგილი, რომლითაც ტურისტი დედაქალაქს გაეცნობა - ბაზარზე "თბილისის სუვენირები" გამოჩნდა

თბილისში ჩამოსული ტურისტები განსხვავებული და ორიგინალური სუვენირების შეძენასაც შეძლებენ. პროექტი „თბილისის სუვენირები“ უკვე 3 თვეა დაიწყო და ის როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ მყიდველს 15-ამდე სახეობის განსხვავებულ სუვენირს სთავაზობს.

პროექტის ავტორი ქეთა ახობაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ როგორც სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში, ძალიან პროლემატურია ხარიხიანი სუვენირების შეძენა.

„ბაზარზე სუვენირების სახით, ძირითადად, წარმოდგენილია ტრადიციული ნივთები, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ შემექმნა თანამედროვე, განსხვავებული ატრიბუტები ფერადი დიზაინებით. მთავარი ხიბლი ამ აქსესუარების არის სწორედ დიზაინი.  დიზაინერებთან ერთად, შევარჩიეთ 8 ადგილი თანამედროვე და ძველ თბილისში.

საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით ისეთ ღირსშესანიშნაობებზე, როგორებიცაა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ძველი თბილისი, მთაწმინდა, ჭრელი აბანო, ბეთლემის ქუჩაზე არსებული ხის სახლის ორნამენტი, ძველი თბილისის სადარბაზოს კარი, გალერია თბილისი, აქსის თაუერსი.

ამ ღირსშესანიშნაობებით დავბრენდეთ სხვადასხვა ატრიბუტი. ამ ეტაპზე, გვაქვს 15-ამდე პროდუქტი, მათ შორისაა: ჩანთები, ბლოკნოტები, ფანქრები, ბრელოკები, მაცივარზე მისაკრობი მაგნიტები,  ქაღალდის ჩანთები, მეხსიერების თამაში, შარფები, მაისურები“, - აღნიშნა ქეთა ახობაძემ.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება პროექტ „თბილისის სუვენირების“ კიდევ უფრო განვითარება და როგორც ახალი ვიზუალების, ისე ახალი პროდუქტების დამატება.

ქეთა ახობაძის თქმით, სუვენირების ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 80 ლარამდეა. გაყიდვები როგორც ონლაინ-პლატფორმების, კერძოდ, veli.ge-სა და extra.ge-ს მეშვეობით ხორციელდება, ასევე „თბილისის სუვენირებს“ საკუთარი გაყიდვების ობიექტი „გალერია თბილისში“ აქვს.

პროექტ „თბილისის სუვენირების“ ავტორი და დამფუძნებელი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „თბილისის სუვენირებს“ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან დიზაინი, სიფერადე და უმაღლესი ხარისხი გამოარჩევს. „ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ თითოეული პროდუქტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო“, - აღნიშნა ახობაძემ.

როგორც „თბილისის სუვენირების“ დამფუძნებელი ამბობს, პოლიგრაფიულ პროდუქციაზე გამოყენებულია ხავერდოვანი მასალა და მოცულობითი ლაკი, რაც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს ნივთებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022