ბიზნესი
02/06/2023

თბილისი WinExpo Georgia-ს მასპინძლობს

თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 15-ე საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia-ს მასპინძლობს.

ღონისძიებაზე 200 მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის არიან როგორც ოჯახური მარნები ისე საშუალო და მსხვილი საწარმოები.

გამოფენაზე წარმოდგენილ 250-მდე ღვინოს 5 ქვეყნიდან 11 ცნობილი ღვინის მაგისტრი და სომელიე შეაფასებს ,გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან , გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. პარალელურად ჩატარდება ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ღვინის იმპორტიორებთან.

დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვა და ქართველი მწარმოებლები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სხვა ქვეყნის მეღვინეებისგან.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია შესაფუთი მასალები, აქსესუარები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები და სერვისები.

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა დღეს გაიხსნა და 4 ივნისს დასრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023