ბიზნესი
24/08/2023

"თბილისი ჰილსი" საქართველოში ერთადერთ მრავალფუნქციურ გოლფის კლუბს გახსნის

Tbilisi Hills Golf and Residences გოლფის პროფესიონალური 18 ფოსოიანი მოედნების, დახვეწილი რესტორნისა და უძრავი ქონების სხვადასხვა მიმართულების გარდა, გოლფის მოყვარულებს სულ მალე ახალ და გამორჩეულ ადგილს შესთავაზებს. 

“თბილისი ჰილსის” არქიტექტორებისა და ჰოლანდიური კომპანიის Mecanoo-ს თანამშრომლობით, კომპლექსში უკვე დაწყებულია ახალი გოლფის კლუბის არქიტექტურული დიზაინის შექმნა. კლუბის პროექტის სამუშაოებში ქართველ პროფესიონალებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართულები არიან, რომლებიც არქიტექტურულ შედევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნიან. 

ახალი სტუმრებისა თუ გამოცდილი წევრებისათვის გოლფის კლუბი იქნება შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებები, დაისვენონ და გაატარონ დღე სასიამოვნოდ მწვანე ბუნებისა და თვალისმომჭრელი პეიზაჟების ტკბობის პარალელურად. კლუბი ერთმანეთთან დააკავშირებს ყველას, ვინც დაინტერესებულია გოლფით და მისცემს მათ საშუალებას დაამყარონ ერთმანეთთან როგორც პროფესიული, ასევე მეგობრული კავშირები. 

ახალი გოლფის კლუბის მთავარ მიზანს წარმოადგენს დააკმაყოფილოს წევრების ყოველი საჭიროება და დაამყაროს სრულყოფილი ბალანსი თანამედროვე ფუფუნებასა და ჯანსაღ, სპორტული ცხოვრების წესს შორის. ყოველი ასპექტი, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ჩათვლით, საგულდაგულოდ იქნება დაგეგმილი იმისათვის, რათა შეიქმნას თბილი და მიმზიდველი გარემო, სადაც წევრებს შეეძლებათ დაისვენონ, დაამყარონ ერთმანეთთან კავშირები და ისიამოვნონ მსოფლიო დონის კეთილმოწყობით. 

ახალი გოლფის კლუბი არაერთ მნიშვნელოვან ობიექტს გააერთიანებს, როგორებიცაა:

გოლფის აქსესუარების მაღაზია:კლუბის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიის სივრცე დაეთმობა გოლფის უახლეს აღჭურვილობასა და ტანსაცმელს, რომელიც დააკმაყოფილებს გოლფერების ყოველ საჭიროებას. მაღაზიის მცოდნე და გამოცდილი პერსონალი მზად იქნება გაუწიოს კონსულტაცია, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ გოლფერებს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან საჭირო ინვენტარის შერჩევაში. 

საუნა:კლუბის ექსკლუზიური საუნა იქმნება იმისათვის, რომ უზრუნველყოს წევრებისათვის სასიამოვნო სივრცე განტვირთვისა და გაახალგაზრდავებისათვის. ხელი შეუწყოს სტუმრების დეტოქსიკაციასა და დასვენებას, შავნაბადას მონასტრის, კუმისის ტბის ველისა და თბილისი ჰილსის გოლფის მოედნების პანორამული ხედების ფონზე. 

რესტორანი და ბარი:კლუბი უმასპინძლებს ელეგანტურ და მყუდრო რესტორანს ბარით, რომელიც სტუმრებს დახვეწილ სამზარეულოს, სათანადოდ შერჩეულ მენიუსა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დიდ არჩევანს შესთავაზებს. რესტორანი წევრებს შესაძლებლობას მისცემს გემრიელად ისადილონ, პარალელურად კი, დატკბნენ მიმდებარე ლანდშაფტის განსაცვიფრებელი ხედებით. 

მრავალფუნქციური ღონისძიებების  ზონა: ექსკლუზიურად კლუბის წევრებისათვის, "თბილისი ჰილსის" დაგეგმილი ღონისძიებების ზონა იქნება პრივატული და დახვეწილი სივრცე ტურნირების, კორპორატიული ივენთებისა თუ სხვადასხვა სოციალური აქტივობების მოსაწყობად. სივრცეში განთავსებული იქნება უახლესი აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობა, ხოლო ღონისძიებების უმაღლეს ხარისხზე პროფესიონალი და თავდადებული გუნდი იზრუნებს.    

გამოსაცვლელი ოთახები:კლუბში არსებული გასახდელები უზრუნველყოფს წევრებისათვის სუფთა, დახვეწილ პირად სივრცეს, რათა მშვიდ გარემოში მოემზადონ გოლფისათვის ან განიტვირთონ დამღლელი დღის შემდეგ. ოთახები მოწყობილი იქნება თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნიკით და მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება წევრების კომფორტზე.   

ოფისები: გოლფის კლუბში ასევე განთავსდება Tbilisi Hills Golf and Residences-ის ადმინისტრაციული ნაწილიც, სადაც კომპლექსის პროფესიონალი და მეგობრული პერსონალი მზად იქნება დაეხმაროს კლუბის წევრებსა და სტუმრებს, ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში. 

გოლფის საზოგადოების მომავალი ცენტრი  

გოლფის ახალი კლუბი წარმოადგენს უბრალო შენობაზე მეტს და Tbilisi Hills Golf and Residences-ში ის გახდება აქტიური საზოგადოებრივი ცენტრი გოლფის მოყვარულებისათვის. ეს იქნება ადგილი,  სადაც კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ სისტემატურად, გაიზიარონ ერთობლივი ინტერესები, შეიძინონ ახალი მეგობრები და ერთობლივად შექმნან დაუვიწყარი მოგონებები.