ბიზნესი
21/04/2023

"თბილღვინო" წარმოებაში ენერგოეფექტურ წარმოების ხაზს ნერგავს

„თბილღვინო“ წარმოებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს - საუბარია, ენერგოეფექტურ წარმოების ხაზზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, ამჟამად, მათ საწარმოში ახალი ხაზის გამართვის და ინსტალაციის პროცესი მიმდინარეობს. პროცესი მაისის ბოლოს, ან ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.

„ენერგოეფექტური დანადგარი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზია, რომელსაც აქვს იმაზე მეტი წარმადობა, ვიდრე ჩვენს არსებულ ხაზს. ის ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულია და მისი გამოყენებით, 1 ერთეული პროდუქციის  წარმოებისთვის ჩვენ დავხარჯავთ უფრო ნაკლებ რესურსებს“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინის წარმოებისთვის ცალკე მარნის მოწყობაზე.„ეს მარანი არქიტექტურულად იქნება უნიკალური და ყველა მასალა, რომელიც მისი აშენებისთვის გამოიყენება გარემოს დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტების მიხედვით იქნება შექმნილი“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

როგორც „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ამბობს, კომპანია ვენახების განვითარებაზეც მუშაობს და ეს სამივე პროექტი, EBRD-თან და თიბისისთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022