ბიზნესი
24/04/2023

"თბილღვინო“ ღვინოს ვარდისფერი რქაწითელისგან ჩამოასხამს

„თბილღვინო“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე მუშაობს. კომპანია წელს ღვინოებს ისეთი ჯიშის ყურძნისგან დაამზადებს, როგორებიცაა: ვარდისფერი რქაწითელი, ალექსანდროული და საფერავი ბედუშურული.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, წლევანდელი წელი „თბილღვინოსთვის“ საკმაოდ წარმატებულად დაიწყო.

„მოგეხსენებათ, 30 ქვეყანაში, დაახლოებით, 70 პარტნიორთან ვთანამშროლობთ. იმ ბაზრებზე, სადაც აქტიურად ვართ წარმოდგენილი ვცდილობთ, რომ ახალი შესაძლებლობები მოვიძიოთ. შესაბამისად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი , უკრაინა, ჩვენ პრაქტიკულად წლის დასაწყისშივე ახალი პარტნიორები მოვიძიეთ და დავიწყეთ მათთან მუშაობა. კერძოდ, ახალ ქსელებში შევიტანეთ ჩვენი ღვინო.  აღსანიშნავია, რომ მაგალითად ჩინეთში, სრულიად ახალ პროვინციებში შევედით“, - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს რუსეთში სრულად შეწყვიტა ექსპორტი, თუმცა, ამას „თბილღვინოს“ გაყიდვებზე გავლენა არ ჰქონია, რადგან კომპანიას ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს და ერთ ბაზარზე არაა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 405 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში, რომლებიც წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. მათი გაშენების პროცესი, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2013 წელს დაიწყო, 2017-ში კი კომპანიამ შეძლო პირველი მოსავალი აეღო.

დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022