ბიზნესი
15/05/2021

თბილღვინო: ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს წელს უნდა დავუბრუნდეთ

“თბილღვინოს“ 2021 წლის გეგმაში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა და პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე დაბრუნებაა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლმა, ზურაბ მაგველაშვილმა "ბინესპარტნიორთან" განაცხადა. 

„შარშან თითქმის 60%–იანი ვარდნა გვქონდა ადგილობრივ ბაზარზე, წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ჩვენი გეგმაა და ამის წინაპირობაც არსებობს, რომ გაყიდვების მაჩვენებლით პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის გაყიდვებზე გავიდეთ.

საქართველოში ტურისტული ნაკადი მცირეა, ვცდილობთ გაყიდვების გუნდი გავაძლიეროთ. შევქმნით ონლაინ მაღაზია, რომელიც საინტერესო შთავაზებებს უკეთებს მომხმარებელს. ასევე, სავაჭრო ქსელებში "თბილღვინოს" პროდუქციის რაოდენობას ვზრდით და ვამატებთ ახალ პროდუქტებს. რაც შეეხება ფასებს, ექსპორტზე არ შეცვლილა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მცირედით მოიმატა,“– აღნიშნავს მარგველაშვილი. 

პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინო“ მიყვება სამოქმედო გეგმას, ცდილობს გაყვეს იმ გზას რასაც ჰქვია ხარისხიანი მეღვინეობა, ყველა საფასო კატეგორიაში. ამასთან, კომპანია ახორციელებს ტექნოლოგიური განვითარების პროექტს. კომპანიამ პანდემიის პერიოდში ვენახების გაშენებით დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა.

„პანდემიამ საკმაოდ ბევრი სირთულე და გამოწვევა შექმნა, რასაც გასული წლის განმავლობაში მივეჩვიეთ და ადაპტაცია განვიცადეთ. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს საქართველოში გვქონდა მნიშვნელოვანი კლება, ექსპორტი პლიუსით დავასრულეთ, რამაც დააბალანსა საერთო მაჩვენებელი. 2021 წელს კი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრის გაყიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვგეგმავთ“– ამბობს, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023