ბიზნესი
13/05/2021

"თბილღვინომ" გურჯაანსა და ყვარელში 54 ჰექტარი ვენახი გააშენა

პანდემიის მიუხედავად, “თბილღვინო“ გეგმებს არ ცვლის. ქართული ღვინის კომპანიამ წელს ვენახი კიდევ ათეულობით ჰექტარზე გააშენა.

კომპანიის დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვლის თქმით, შარშან “თბილღვინომ“ 42 ჰექტარი საფერავის ვენახი გააშენა და ამ პროცესს 2021 წელსაც აგრძელებს. ასევე, მომავალი წლის გეგმაშია თელავის რაიონში 50–55 ჰექტარის ფართობზე ვენახის გაშენებაც.

„ყვარლისა და გურჯაანის რაიონში 54 ჰექტარ ფართობზე საფერავთან ერთად, გავაშენეთ ალექსანდრული და მუჯურეთული. ჯამში, 360 ჰექტარს მივაღწიეთ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფართობი არ არის მნიშვნელოვანი, საუბარია სერთიფიცირებულ ნერგებზე, რომელიც არის ჯანმრთელი და ვირუსებისგან დაცული, აქვს ისრაელის ირიგაციის სისტემა, რომლის დახმარებითაც პირველ მოსავალს 3 წელში მივიღებთ. ასევე, გამოიყენება გერმანული ბრენდის მაღალი ხარისხის სასუქი.

ვგეგმავთ საშუალოდ 900 ტონა მოსავლის მიღებას, რასაც ახლაც ვაღწევთ მსხმოიარე ვენახებში, თუმცა იმისთვის, რომ დავამზადოთ მაღალი კატეგორიის ღვინო, მოსავლიანობას 30%–ით ვამცირებთ, რომ დარჩენილ ყურძენში მეტი კონცენტრაციის არომტები დაგროვდეს. თუ სეტყვამ და გარემოპირობებმა ხელი არ შეგვიშალა 2021 წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით,“– აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" ზურაბ მარგველაშვილი.

მისივე თქმით, “თბილღვინო“ ცდილობს გაყვეს იმ გზას რასაც ჰქვია ხარისხიანი მეღვინეობა, ყველა საფასო კატეგორიაში. ამასთან, კომპანია წარმატებით ახორციელებს ტექნოლოგიური განვითარების პროექტს და პანდემიის პერიოდში ვენახების გაშენებით დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა.

"კომპანიაში გვაქვს გაცხადებული ამოცანა, რომ ყოველ წელს წინა წელზე მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ, ამის გადასამოწმებლად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მეღვინეობისა და მევენახეობის საკონსულტაციო კომპანიასთან. ასევე, ჩვენს ღვინოს ვგზავნით ლონდონის 3 ყველაზე მაღალი კატეგორიის პრემიალურ კონკურსზე, სადაც დახურული დეგუსტაცია ტარდება, მხოლოდ ყურძნის ჯიშია ცნობილი და მინდა გითხრათ, რომ 31 ჯილდო მივიღეთ ამ კონკურსების ფარგლებში. International Wine Challenge–ზე, რომელიც 37 წელია ტარდება, შარშან 58 ქვეყნის ღვინოს შორის, ჩვენმა საფერავმა საუკეთესო წითელი ღვინისთვის ოქროს მედალი მოიპოვა,“ – აღნიშნავს, ზურაბ მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023