ბიზნესი
14/05/2021

"თბილღვინოს" ბრინტანეთში ორი ახალი სავაჭრო პარტნიორი ჰყავს 

“თბილღვნოს“ ბრიტანეთში ორი ახალი პარტნიორი ეყოლება. მათ შორისაა, მაღალი კლასის ღვინის მაღაზიათა ქსელი Majestic Wines.

როგორც  “თბილღვნოს“  დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია მიყვება საექსპორტო გეგმას და გაყიდვების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

„თბილღვინოს" 30 ქვეყანაში ვყიდით და გვყავს 70–მდე პარტნიორი. წელს შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთში 2 ახალი პარტნიორი შევიძინეთ. ასევე, კანადის პროვინცია კვებეკში, გავაკეთეთ განმეორებითი გადატვირთვა. არსებულ ბაზრებზე, როგორიცაა ესტონეთი, ბელორუსია და ბრიტანეთი წარმოდგენილები ვიყავით, მოვიძიეთ ახალი პარტნიორები და დავიწყეთ რეგულარული გადატვირთები. ჩვენი მიზანია გაყიდვების შენარჩუნება, რადგან მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ხარისხიანი ღვინოა და კონკურენციაც დიდია.

მივყვებით საექსპორო გეგმას, გასულ წელთან შედარებით პირველ 4 თვეში ზრდა გვაქვს, მათ შორის საქართველოშიც. ყველაზე დიდი ექსპორტი გვაქვს ყაზახეთში, რუსეთში, ბალტიის ქყვეყნებში. ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებზე ნოდის ჩვენი გაყიდვების 20%. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება არ არის მაღალი და თუ ქართული მეღვინეობის გაყიდვების 70% არის რუსეთში, ჩვენ ვცდილობთ 30%–ს არ აცდეს ეს მაჩვენებელი," – აღნიშნავს ზურაბ მარგველაშვილი.

ქართული ღვინის კომპანია „თბილღვინო“ ხარისხიან, სუფრის არაძვირადღირებულ ღვინოს, მაღალი და საშუალო კატეგორიის განსაკუთრებულ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს.

„თბილღვინოს“ საერთაშორისო ფასები სხვა ქვეყნების ღვინოებთან შედარებით არ არის მაღალი. ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ექსპორტზე ფასი არ შეცვლილა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მცირედით გაზარდეს.

„პანდემიამ საკმაოდ ბევრი სირთულე და გამოწვევა შექმნა, რასაც გასული წლის განმავლობაში მივეჩვიეთ და ადაპტაცია განვიცადეთ. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს საქართველოში გვქონდა მნიშვნელოვანი კლება, ექსპორტი პლიუსით დავასრულეთ, რამაც საერთო მაჩვენებელი დააბალანსა. 2021 წელს კი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრის გაყიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვგეგმავთ“– ამბობს, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023