ბიზნესი
30/08/2022

"სახე-დარი" მოთხოვნის შემთხვევაში ვირის რძისგან შოკოლადს და ლიქიორსაც დაამზადებს

ვირების ფერმა „სახე-დარი“ დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელს ვირის რძისგან დამზადებულ შოკოლადს და ლიქიორსაც შესთავაზებს.

„სახე-დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ვირის რძისგან დამზადებული პროდუქტი მალფუჭებადი და შედარებით ძვირია, შესაბამისად, წარმოებას მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმავს.

მისი  განცხადებით, 1 კგ შოკოლადის ფასი დაახლოებით 250 ლარი იქნება, 1 ლიტრი ლიქიორის ღირებულება კი  130 ლარი იქნება.

ლომიძის განცხადებით, 100 სულისგან შემდგარი ვირების ფერმა ამჟამად   წელიწადში  700 ლიტრ ვირის რძეს ყიდის. კომპანია აწარმოებს რძის ფხვნილსაც, რომელიც იდეალური ფორმაა ექსპორტისთვის.

ვირების ფერმა „სახე-დარი“ ადგილობრივი ბაზრის  გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა (6 სახის) და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

ლომიძის ინფორმაციით,  დღეისთვის რძის ფხვნილის წარმოება  „ბაქტერიოფაგთან“ თანამშრომლობით ხდება.

ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს. საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.  

ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა.

მაღალი ფასის მიუხედავად, „სახე-დარის“ პროდუქტების  მიმართ დიდი მოთხოვნაა, რასაც ფერმერი მის უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023