ბიზნესი
14/04/2022
TBC Capital: თბილისში უძრავი ქონების ფასი 20.1%-ით გაიზარდა
TBC Capital–ის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების ფასი 20.1%-ით გაიზარდა. ასევე, წლის ზრდამ 48,4% შეადგინა.
ამასთან, თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიხედვით, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 22,8%-ით, თებერვალთან შედარებით - 18,6%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების გასაყიდი ფასები გასულ წელთან შედარებით 3%-ით, თებერვალთან შედარებით 6%-ით შემცირდა. ამასთან, მარტში დედაქალაქში უძრავი ქონების კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $838 დოლარი იყო.