ბიზნესი
23/12/2021

TBC Capital: საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აღდგენა სტაბილურია

TBC Capital-მა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აღდგენა სტაბილურია.

რაც შეეხება მოლოდინებს, 2021 წელს, ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით 3.8%-ით გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.

2021 წელს, ფასი მცირედით გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. ბათუმზე პანდემიამ უფრო მეტად იმოქმედა, მაგრამ 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება თბილისთან შედარებით.

არსებული მდგომარეობით, 2021 იანვარ-ოქტომბერში ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დადებითი დინამიკით ხასიათდება.

ამასთან, ფასის ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ბაზარზე შედარებით აღდგენილი მოთხოვნით, ასევე მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ზრდადი ფასით.

TBC Capital–ის მონაცემებით, Covid-მა ქირაზე გაცილებით უფრო მეტად იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება წინა წელთან მიმართებაში, 2021 წლის ოქტომბერში, ის 2019 წლის დონეს 17.5%-ით ჩამორჩება.

ქირა და გასაყიდი ფასი 2020 წლის მარტიდან კლდებითი ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილურია და 2021 წლის ოქტომბერში 7%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი გრძელვადიან საშუალოზე 1.3%-ით ნაკლებია.