ბიზნესი
07/04/2022

TBC Capital: ყურძნის მწარმოებლები არსებული სიტუაციაში უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მეღვინეები

ყურძნის მწარმოებლები არსებული სიტუაციის მიმართ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მეღვინეები, - TBC Capital–მა თავის სპეციალურ გამოცემაში ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლებისთვის ორ სცენარს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ორივე სცენარის განვითარების შემთხვევაში დიდი რაოდენობით გასაყიდი ღვინო რჩება, რომელიც მაქსიმალუირად მომგებიანი გზით უნდა განაწილდეს.

კერძოდ, დროული გადაწყვეტის სცენარის მიხედვით, გაუყიდავი ღვინის ღიერებულება $87 მლნ შეადგენს, ხოლო დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარში  გასაყიდი ღვინო დაახლოებით, $116 მლნ–ის ღირებულებისაა.

საკითხავია, როგორ მოიქცევიან კომპანიები შემცირებული მოთხოვნის გამო და როგორ მოახდენენ მარაგის მართვას. შეეცდებიან თუ არა მარაგის ალტერნატულ ბაზრებზე გადანაწილებას.

TBC Capital–ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ მრავალი წელი დასჭირდება სხვა ბაზრის ათვისებას. ამიტომ, ეს ვარიანტი საეჭვოა, განსაკუთრებით მკაცრი კონკურენციის პირობებში. შესაბამისად, მომავალში შეიძლება გავაჩინოთ ყურძნის დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა შემცირებული მოთხოვნის გამო, რადგან ყურძნის მწარმოებელი ფერმერები არსებული სიტუაციის მიმართ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მეღვინეები. TBC Capital–ი ამ არგუმენტს იმით ხსნის, რომ მეღვინეებს შეუძლიათ შეამცირონ წარმოება და ხარჯები ნაკლები ყურძნის შეძენით, რაც ასევე შეამცირებს დაბალი გაყიდვების უარყოფით გავლენას.