ბიზნესი
19/08/2022

TBC Capital: მიგრაციის გავლენა უკვე სრულად აისახება იჯარის ფასებზე

თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მაჩვენებლები ბოლო თვეების განმავლობაში დასტაბილურდა. 2022 წლის ივლისში ტრანზაქციების რაოდენობა ძირითადად უცვლელი დარჩა წინა თვესთან შედარებით, ხოლო მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, საშუალო მოთხოვნადი გასაყიდი ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა. რაც შეეხება იჯარის საშუალო მოთხოვნას, ის ასევე საგრძნობლად მაღალ დონეზე დარჩა 2021 ივლისთან შედარებით (+69,8%).

ამასთან, მიგრაციის გავლენა უკვე სრულად აისახება იჯარის ფასებზე. ზოგიერთმა მიგრანტმა შეიძლება დატოვოს ქვეყანა რაც უარყოფითად იმოქმედებს გაქირავების ბაზარზე. მეორე მხრივ, თბილისის საიჯარო ბაზარზე მოთხოვნას სტუდენტები გააძლიერებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან აუდიტორიებს დაბრუნდებიან.