ბიზნესი
10/06/2022
TBC Capital: ივნისში იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
მაისში კლების შემდეგ, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა.
TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1-7 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 2021 წელთან შედარებით +31%-ს უტოლდება.
1-3 ივნისის პერიოდში კი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ +18% შეადგინა, წინა წელთან შედარებით.