ბიზნესი
22/07/2022

TBC Capital: ივლისში იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა, ასევე თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა.

TBC Capital-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-14 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და +11% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.

ხოლო 1-14 ივლისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და +29%-ს გაუტოლდა, წინა წლის მონაცემებს.