ბიზნესი
05/08/2022
TBC Capital: იპოთეკური სესხებისა და უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა შენელდა
ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა.
TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1-31 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და -0.2% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
რაც შეეხება უძრავი ქონების გაყიდვებს, იგივე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა და +17%-ს გაუტოლდა წ/წ.