ბიზნესი
03/06/2022

TBC Capital: იპოთეკური სესხებისა და საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა შენელდა

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელებულია.

კერძოდ, TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1-31 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირდა და 2021 წელთან შედარებით -6%-ს უტოლდება.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 1-28 მაისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ 51% შეადგინა, წინა წელთან შედარებით.