TBC Capital: იპოთეკური სესხების ზრდამ იკლო, ხოლო უძრავი ქონების ტრანზაქციები იმატებს
აგვისტოს პირველ კვირაში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა ახალი გაცემული იპოთეკური სესხებისთვის, თუმცა თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციებში კვლავ ორნიშნა ზრდა ფიქსირდება.
2022 წლის 1-8 აგვისტოს პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და წლიურად -10% შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და წინა წელთან შედარებით +15%-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და ზრდას განაგრძობს, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა.
ამასთან, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი სურსათსა და ფარმაციის გარდა კატეგორებზე აგვისტოს პირველ კვირაში გაზრდილია.