ბიზნესი
10/05/2022
TBC Capital: ღვინის ადგილობრივი მოხმარება 43%-ით შემცირდა
TBC CApital-მა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა.
პუბლიკაციის თანახმად, ღვინის ადგილობრივი მოხმარება შემცირებულია, რაც დიდწილად ტურისტების ნაკლებობამ განაპირობა.
როგორც საინვესტიციო ბანკის ანგარიშში წერია ღვინის ადგილობრივ მოხმარება ძირითადად დამოკიდებულია ტურიზმზე. 2020 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით შემცირდა, 43%-ით შემცირდა ღვინის ადგილობრივი მოხმარებაც.