ბიზნესი
04/07/2023

თავთუხი: ქვეყანაში მცხობელის პროფესია არ არსებობს

"ჩვენს სექტორში, კადრების თვალსაზრისით კატარსტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში მცხობელის პროფესია არ არსებობს," -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „თავთუხის“ დამფუძნებელმა, მზია ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მცხობელის პროფესია საფუძვლიანად არსად  ისწავლება. ამ თემაზე არაერთ ორგანიზაციასთან აქტიურობამ კი ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

„ქუთაისში კულინარიული პროფესიული სასწავლებელია, რომელთანაც თანამშრომლობა გვინდა, რათა მომზადებული კადრები გამოგვიგზავნონ, რომლებსაც დავასაქმებთ," -აცხადებს ბენდელიანი.

როგორც „თავთუხის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ცვლაში 3 კადრი ჰყავს დასაქმებული, თუმცა, ძირითადი საქმის საკუთარ თავზე აღება თავად უწევს, ვინაიდან სექტორში კადრების დეფიციტია.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესი „თავთუხი“  პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და ამ ეტაპზე, მხოლოდ ქუთაისშია წარმოდგენილი. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023