"თანამშრომლებს ტესტირება 2 თვეში ერთხელ უწევს, ეს ხარჯი არსებულ ზარალთან შედარებით არაფერია"
ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრი მზად არის 1 თებერვალს გაიხსნას. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიაში მზადება მიმდინარეობს.
„ყველა მოიჯარე შეძლებს გახსნას, ამას ფინანსები არ სჭირდება, მომზადება უნდა ჩვეულებრივად, როგორც ვმუშაობდით ვიმუშავებთ, უბრალოდ, ემატება თანამშრომლების ტესტირების პროცესი.
ეს არის დამატებითი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობა როგორც მომსვლელთა, ისე თანამშრომელთა. ეს იქნება პერიოდული ტესტირება.
თანამშრომლების ტესტირებას კომპანია უზრუნველყოფს, მეწარმეები კი საკუთარ თანამშრომლებს თავისი ხარჯით გატესტავენ. ორ კვირაში ერთხელ, ანუ ყველა გეოგრაფიული წერტილიდან იქნება 20% გატესტილი. საუბარია, ანტიგენის ტესტზე. ერთ ადამიანს ორთვენახევარში უწევს ტესტირება. ეს ხარჯი არაფერია იმ ზარალთან, რაც შეზღუდვების შედეგად მოგვადგა“-აცხადებს კვარცხელია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.