ბიზნესი
05/02/2021
თამაზ გაიაშვილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ისევ ვერ იწყებს
Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი თბილისში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ისევ ვერ იწყებს.
ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია თბილისის მერიაში უკვე წლებია შეტანილია, თუმცა, ნებართვა ამ დრომდე გაცემული არ არის.
მისი ინფორმაციით, პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაიწყება მშენებლობა. შესაბამისად, ბაზარზე Four Seasons-ის ბრენდის სასტუმრო გაჩნდება.
სასტუმროს მშენებლობა რუსთაველის 12 ნომერში იგეგმება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ დოლარია.
როგორც ცნობილია, სასტუმროს ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გასცა. ბიზნესმენი სასტუმროს მშენებლობაზე პროექტის დამტკიცებას 13 წელია ცდილობს.