ბიზნესი
06/05/2023

თამაზ დაუშვილი: პროდუქციის გაიაფების მოლოდინი  ლარის კურსის გამყარების შედეგია

„ფასები დასტაბილურდა და მომდევნო თვეებში, ჩვენი პროდუქციის ღირებულება 10%-ით შემცირდება“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა. თამაზ დაუშვილის თქმით, პროდუქციის გაიაფების მოლოდინი  ლარის კურსის გამყარებისა და ნედლეულზე ფასების დასტაბილურების შედეგია.

„ბოლო წლებში შეიმჩნეოდა ფასების ზრდა, თუმცა ვხედავთ ტენდენციას, რომ ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის. ფასები არათუ აღარ იზრდება, გარკვეულ პროდუქციაზე მცირდება კიდეც. ჯერჯერობით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პროდუქციაზეც  ფასები დასტაბილურებულია,  თუმცა შემდეგ თვეებში 10%-ით   შემცირება გახდება შესაძლებელი.  ამის  ძირითადი მიზეზი, ეროვნული ვალუტის გამყარებასთან ერთად,  არის ის რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასები დასტაბილურებულია.“-განმარტა თამაზ დაუშვილმა. 

მისივე თქმით,  „დიოს“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია.

„მოხმარების მხრიდან ცნობიერება მაღლდება და ხარისხის მიმართ მოთხოვნაც მზარდია. ვფიქრობ,  ქვეყნისთვის  ახალი ეტაპი იწყება, სადაც მნიშვნელოვანი ხარისხზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების მიწოდება იქნება.“-აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.  

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023