ბიზნესი
02/11/2020

თამაზ დაუშვილი: ეკონომიკისა და ბიზნესისთვის მომავალი რამდენიმე თვე პრობლემური იქნება

კომპანია „დიოს“ მმართელი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი რამდენიმე თვე ბიზნესისთვის საკმაოდ პრობლემური იქნება. დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამის რამდენიმე მიზეზს განმარტავს. მათ შორისაა, არასტაბილური ეკონომიკური გარემო და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც.

„მოკლევადიან ჭრილში არასახარბიელო თვეები გველოდება, ნებისმიერ პროტესტი სამართლიანია.

უნდა შევეგუოთ, რომ საკმაოდ რთული თვეები იქნება. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია, ასევე მოდის ზამთარი, დიდი ზეწოლაა ლარზე. მომავალი რამდენიმე თვე ეკონომიკისა და ბიზნესისთვის საკმაოდ პრობლემური იქნება. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება კონსესუსამდე მივლენ. ყველამ უნდა ვიზრუნოთ არა საკუთარ, არამედ ქვეყნის ინტერესებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ანტაგონისტური დამოკიდებულების განეიტრალება. ხელისუფლებას გაცილებით დიდი ბერკეტი აქვს. როდესაც მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი და სხვა პარტიას აძლევს ხმას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რაღაცაში დამნაშავეები არიან. პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ კარგი ტონი. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ქვეყნის განვითარება“,- აღნიშნა დაუშვილმა.