ბიზნესი
15/02/2023

თამაშობანა: მცირე ბიზნესზე მორგებული საგადასახადო სისტემა, კომპანიებს განვითარებაში დაეხმარება

„როგორც ყველა მცირე კომპანია, ვისურვებდით, რომ უფრო ნაკლები გადასახადი გვქონდეს, ეს არის ყველა მცირე კომპანიის ოცნება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ქართული სამაგიდო თამაშებისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანას“ თანადამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მცირე ბიზნესზე მორგებული საგადასახადო სისტემა, კომპანიებს ხელს შეუწყობს დროულ ზრდაში.

„ამ მიმართულებით რაღაც პატარა ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუნდაც დღგ-ს უკან დაბრუნება, მაგრამ, ვისურვებდი რომ ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდეს.

რაც უფრო ლიბერალური და მცირე ბიზნესებზე მორგებული იქნება საგადასახადო სისტემა, ბევრად უფრო გაგვიმარტივდება ზრდის პროცესი და ადრე გადასვლა სტარტაპიდან ზრდასრულ კომპანიაში, შევძლებთ, რომ ეს გარდამავალი ეტაპი უფრო მალე გავიაროთ“, - აღნიშნა ნაუ სონღულაშვილმა.

მან საგანმანათლებლო სფეროში სამაგიდო თამაშების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საგნები ბავშვებმა ისწავლონ თამაშ-თამაშით. ეს საგანმანათლებლო სფეროს მომავალია, გარდაუვალია განათლების მიღება თამაშის გარეშე. ძალიან ბევრი ტრენდული ჟურნალი უკვე წერს ამაზე“,- განმარტა „თამაშობანას“ თანადამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „თამაშობანა“  ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც  2015 წელს შეიქმნა და მომხმარებელს (ბავშვებს და მშობლებს) საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს სთავაზობს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022