თამარ შარაშენიძე: სტილისტის პროფესიის შესწავლა საკმაოდ ძვირადღირებულია
სალონური მომსახურებების სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი2“-ში „საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის“ პრეზიდენტმა, თამარ შარაშენიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ადამიანებისთვის სალონური მომსახურება, რომელმაც მულტიფუნქციური სახე მიიღო, აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ის ადამიანებისათვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
„გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი გაზრდილია“-აღნიშნავს შარაშენიძე.
მისი ინფორმაციით, პროფესია-სტილისტის შესწავლა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ვინაიდან ეს არა მხოლოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თეორიული ცოდნის გაცვლაა, არამედ მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას, შეჭრისა და შეღებვის უნარების შეძენას.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ ლიცენზირებასა და რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც სისტემურ მოწესრიგებას გულისხმობს და სტილისტის პროფესიონალიზმის დამადასტურებელი მოწმობა იქნება.