ბიზნესი
20/01/2021

თამარ შარაშენიძე: ამდენმა შეზღუდვამ სალონების ბიზნესში დიდი შავი ხვრელი გააჩინა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაცია საზოგადოებრვიი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვს.

ფედერაციის ხელმძღვანელი, თამარ შარაშენიძე სექტორში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ შექმნილმა ვითარებამ არაერთი სალონის დაკეტვა გამოიწვია, რაც ე. წ შავი ხვრელების გაჩენის წინაპირობა გახდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სფერო გახსნილია, ამდენმა აკრძალვამ და შეზღუდვამ ბიზნესს თავისი დაღი დაასვა. რა თქმა უნდა, ეს ეხება ტრანსპორტს და ველოდებით, რომ ის მალე აღდგება. გარდა ამისა, გაზრდილია კომუნალური გადასახადები, რომელმაც სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებს ხარჯები ძალიან გაუზარდა. ბევრი სალონი დაიკეტა, იქ მომუშავე პერსონალი კი ბინებზე სამუშაოდ წავიდა. ამან ძალიან დიდი შავი ხვრელი გააჩინა ბიზნესში. გარდა იმისა, რომ ბიზნესს ხარჯები აქვს გაზრდილი, ამდენი უმუშევრობის ფონზე შემცირებულია შემოსავლები. ბინებზე მომსახურებამაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეგვიმცირა შემოსავალი“,- განაცხადა თამარ შარაშენიძემ.