ბიზნესი
29/05/2023

ტაქსის აპლიკაციებში უზუსტობების შემთხვევები მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს

ტაქსის აპლიკაციებში, მომხმარებლის ადგილმდებარეობის დადგენის კუთხით უზუსტობები ტაქსის სერვისის ერთერთ მთავარ ხარვეზად რჩება. არცთუ იშვიათად აპლიკაცია არ აჩვენებს გამოძახების ზუსტ ლოკაციას, რაც მძღოლებსა და მომხმარებლებს შორის გაუგებრობის მიზეზი ხდება.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“  დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა, ამის ერთერთი მიზეზი ისაა, რომ google საკუთარი რუქის განახლებას საქართველოში ისე ინტენსიურად არ ახდენს, როგორც ეს უცხოეთის ქვეყნებშია, სადაც google-ის სპეციალური ავტომობილი ერთ არეალში კვირაში 3-ჯერ მაინც ჩნდება.

თავართქილაძის თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთერთი მეთოდია, თავად მომხმარებლებმა გადაუღონ ფოტო გამოძახების ადგილზე არსებულ შენობებს და ეს google-ის ლოკაციებს შორის ატვირთონ.

ზოგადად კი, მისი განმარტებით, ტაქსების მომსახურება მთლიანად google map-ის აპლიკაციის საშუალებით ხდება და იშვიათობაა ისეთი მძღოლები, რომლებმაც აპლიკაციის დახმარებით შეუძლიათ ქალაქში გადაადგილება. 

„ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში და google-ის აპლიკაციებში დავამატოთ ლოკაციების აღნიშვნები. თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან თბილისში ახალი ქუჩები ჩნდება, აპლიკაციის განახლება კი ოპერატიულად ვერ მისდევს ამ პროცესს,“ - აღნიშნა თავართქილაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023