 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ბიზნესი
                                21/07/2022
                                
                            ტაილანდიდან თბილისში პირდაპირი ფრენები დაიწყება
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ტაილანდიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.
ბანგკოკი-თბილისის რეისი ავიაკომპანია thai airasia x-ის მიერ კვირაში ორჯერ განხორციელდება.
ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორში" სამოქალაქო ავიაციის გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, მინდია მინდიაშვილმა განაცხადა.
"გუშინ შემოგვივიდა ფრენების განაცხადი, კომპანია thai airasia x-დან. ტაილანდიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება. კვირაში ორი სიხშირით ბანგკოკიდან-თბილისის მიმართულებით იფრენს",- განაცხადა მინდიაშვილმა.

 
                         
                            