სტატია ანა ღაღაშვილზე ჟურნალში «LADIES DRIVE» - ბიზნეს ჟურნალი ძლიერი ქალბატონებისთვის
გერმანულად გამოცემული სტატიის თარგმნილი ვერსია:
ტექსტის ავტორი: კლაუდია გაბლერი
ინტერვიუ
როგორ იწერება წარმატების ისტორია? მთავარი გმირით, მონდომებით და სოციალური მედიების დახმარებით. ანა ღაღაშვილმა მოწოდება ნატურალური კოსმეტიკის წარმოებაში იპოვა და Faceebok-ზე გვერდის შექმნით ერთ ღამეში ნატურალური კოსმეტიკის დედოფლად იქცა.
Ladies Drive: ანა, რაში მდგომარეობს შენი კანის ბრწყინვალების საიდუმლო?
ანა ღაღაშვილი: 25 წელია საკუთარი ხელით დამზადებულ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ, რადგან მას როგორც შედეგის, ისე შემავალი ინგრედიენტების მდგრადობის თვალსაზრისით ალტერნატივა არ აქვს.
Ladies Drive: საიდან მოგივიდა ნატურალური კოსმეტიკით ექსპერიმენტების ჩატარების იდეა? როდის იქცა შენი მისწრაფება ბიზნესად?
ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. მარტო დავრჩი სამ შვილთან ერთად და მაშინ გადავწყვიტე წამომეწყო ბიზნესი. ჩემი საცხების ფოტოები განვათავსე ჩემი მეგობრებისთვის პირად Faceebok გვერდზე, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნატურალური კოსმეტიკისადმი მოთხოვნა მუდამ არსებობდა და დღითიდღე იზრდება. მიუხედავად წარმოუდგენელი მასშტაბის რეკლამისა, რომელიც ქიმიური შემადგენლობის კოსმეტიკას უკეთდება, ადამიანების უმეტესობა მაინც ნატურალურ შემადგენლობას ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა ჩემი მომხმარებლებისთვის სპეციალურად მათ კანზე მორგებულ კოსმეტიკასაც ვაწარმოებ, რაც დიდ მოწონებას იმსახურებს. მომხმარებელი ჩემი ინსპირაციის წყაროა. ის აღვიძებს ჩემში კრეატივს და ახალი პროდუქტების შექმნის იდეებს.
Ladies Drive: რა დამოკიდებულება გაქვს ტრადიციულ კოსმეტიკასთან?
ანა ღაღაშვილი: თუ შედეგი დამაკმაყოფილებელია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ბოტოქსს და ფილერს პირადად მე არასოდეს მივმართავ, რადგან მინდა თავად წარმოვადგენდე ჩემი მომხმარებლებისთვის იმის მაგალითს, თუ რამდენად ეფექტურია ელასტიას პროდუქტები დამატებითი მანიპულაციების გარეშე. გარდა ამისა, მირჩევნია ბუნებრივად დავბერდე.
Ladies Drive: რა გაძლევს ძალას სტრესულ და ტურბულენტურ პერიოდებში?
ანა ღაღაშვილი: ჩემი შვილები ჩემი ენერგია და მოტივაციაა. ჩვენ ვმეგობრობთ ერთმანეთთან. მე მათ ხშირად ვეკითხები რჩევას და ისინიც გულითადად და ნათელი გონებით მეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
Ladies Drive: რა განცდაა იყო წარმატებული მეწარმე?
ანა ღაღაშვილი: პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ის, რაც ჩემი ძველი პროფესიიდან შემომრჩა, არის მუდმივი ძიების სურვილი. როცა რაიმე თემა მაინტერესებს, მისი დეტალებში შესწავლა მიყვარს. ეს თვისება დამეხმარა ჰობის პროფესიად გადაქცევაში. არასოდეს იყო ჩემი მისწრაფება საწარმოს შექმნა. ხელოვანების ოჯახში დავიბადე. სამი წლის ასაკიდან ვმღერი და სცენაზე დგომა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ჩემი ეს შემოქმედებითობა მოგვიანებით პროფესიაშიც გადმოვიტანე და დღეს ბიზნესში თავს უკვე კარგად ვგრძნობ. მიყვარს ექსპერიმენტები და სწავლა. გამოწვევებთან გამკლავება ჰობად მექცა.
Ladies Drive: როგორ ახერხებ იმუშაო გადაწვის გარეშე?
ანა ღაღაშვილი: საქმის სიყვარული მეხმარება, რომ არ გადავიწვა. დროის სწორი მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია.
Ladies Drive: გაქვს რამე რიტუალი, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარება?
ანა ღაღაშვილი: კი, ესაა დილის ყავა სასიამოვნო მუსიკასთან ერთად. ამ დროს ვგრძნობ, როგორ იცლება ჩემი გული, სული და გონება ნეგატივისგან და ივსება ჰარმონიით.
Ladies Drive: რა როლს თამაშობს ბუნება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?
ანა ღაღაშვილი: მიყვარს ბუნება. განსაკუთრებით მცენარეები. ეს ჩემი საქმიანობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მიყვარს სიმწვანეში ყოფნა, სიმშვიდეს ვგრძნობ.
Ladies Drive: როგორ შეუძლია თანამედროვე ადამიანს ციფრულ და ურბანულ გარემოში ბუნებასთან მეტი სიახლოვე?
ანა ღაღაშვილი: მაგალითად ბუნებაში მეტი სეირნობით, ან აივანზე მცენარეების მოშენებით.
Ladies Drive: რა როლს თამაშობს BPN Georgia შენი ბიზნესის განვითარებაში?
ანა ღაღაშვილი: BPN Georgia ჩემი ბიზნეს საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. მიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდი. როცა პროფესიონალური დახმარება მჭირდება, ვიღებ ინდივიდუალურ ქოუჩინგს, რომელიც უშუალოდ ჩემს ბიზნესზეა მორგებული. სხვა კომპანიებსაც ვურჩევ BPN Georgia - ს პროგრამაში ჩართვას, რომ ადვილად გადაჭრან სხვადასხვა პრობლემური საკითხები.
Ladies Drive: რა რჩევას მოგვცემდი, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, სილამაზე და მენტალური სტაბილურობა?
ანა ღაღაშვილი: თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს ვურჩევდი, შეინარჩუნონ შინაგანი ჰარმონია. არ მისცენ უფლება ნეგატიურ გარემოს და განწყობას, გავლენა იქონიონ მათზე, ხშირად იარონ ბუნებაში და მისდიონ საკუთარ მისწრაფებებს. ეს პოზიტიური ენერგიით აავსებთ და, რა თქმა უნდა, გამოიყენონ ,,ელასტიას“ საცხები.
ანა ღაღაშვილი (44) - ნატურალური კოსმეტიკის ბრენდის „ელასტიას“ დამფუძნებელი თბილისიდან. მისი მიზანია ჯანსაღი კოსმეტიკური საშუალებებით მიანიჭოს ქალებს მოვლილი იერსახე და აუმაღლოს თვითშეფასება. ანა 2021 წელს შეუერთდა BPN Georgia - ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას. მან უკვე არაერთხელ ისარგებლა ინდივიდუალური ქოუჩინგებითა და კონსულტაციებით და დაესწრო არაერთ სემინარს ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მედიების, კომპანიის პოზიციონირების და მარკეტინგის მიმართულებით.
საკონსულტაციო და სასემინარო საქმიანობას BPN Georgia უკვე რამდენიმე წელია ეწევა საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით კი 20 წელზე მეტია 1803 მცირე და საშუალო ბიზნესებს გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამით მდგრად განვითარებაში ეხმარება. თქვენც დაინტერესდით თანამშრომლობით? დაგვიკავშირდით!