ბიზნესი
29/06/2023

სტამბაში კომპანია D Block-ის პირველი სამუშაო სივრცე გაიხსნა

26 ივნისიდან სტამბაში აჭარა ჯგუფის კომპანია D Block-ის პირველი სამუშაო სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც განსხვავებული სტრუქტურის, ზომისა თუ დანიშნულების ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს აერთიანებს.

D Block Workspace @Stamba სხვადასხვა სფეროების გადაკვეთისა და შეხვედრის ადგილია, სადაც სახელოვნებო თუ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად სტარტაპები, საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოიყრიან თავს. სამუშაო სივრცე სტამბას ეკოსისტემის ნაწილია, რაც მისი წევრების ყოველდღიურობას მეტად მრავალფეროვანსა და მოქნილს გახდის.

სერვისები მორგებულია როგორც სხვადასხვა ზომის გუნდებზე, ისე ცალკეულ ინდივიდებზე, ერთიანი და მარტივი მართვისათვის კი შეიქმნა სპეციალური ვებ-პორტალი, რომლის საშუალებითაც D Block-ის სივრცეში მაქსიმალური სარგებელის მიღებააა შესაძლებელი.

სამომავლოდ D Block Workspaces განვითარდება როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს რეგიონებში და საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით შემოქმედებითი გრავიტაციის ახალ წერტილებს შექმნის

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023