ბიზნესი
30/08/2023

Stadler-ი "საქართველოს რკინიგზის" 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან გეგმურ შეკეთებას უზრუნველყოფს

Stadler-ი „საქართველოს რკინიგზის“ 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან გეგმურ შეკეთებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას შვეიცარიაში მოეწერა ხელი. 

"საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა. მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების ოთხი მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს.
 
ქართულმა და შვეიცარულმა მხარეებმა მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს,"-აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner