SPINCAR-ი: მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ PULSAR AI-ის ტექნოლოგიური სიახლეები
ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar– მა, ქართული სტარტაპის Pulsar AI შეძენის შესახებ დღეს განაცხადა, რომელმაც ავტომანქანის დილერებისთვის, დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია შექმნა.
უმოკლეს დროში, Pulsar AI-ის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.
Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება სპინქარის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar-ის გუნდთან ერთად.
SpinCar-ის თანადამფუძნებელიდა აღმასრულებელი დირექტორი დევინ დალის განცხადებით, Pulsar AI-ის მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.
“ძალიან გვიხარია მათი შემოერთება SpinCar-ის ოჯახში, მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ Pulsar AI-ის ექსპერტიზა და ტექნოლოგიური სიახლეები უკეთესი ბიზნეს-შედეგების მოსატანად.აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს”-აცხადებს დევინ დალი.
SpinCar–ის თანადამფუძნებლის მაიკლ ქვიგლის თქმით, Pulsar–ი შესყიდვა, SpinCar–ის ზრდის სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს.2019 წლიდან გუნდს სოფო ჭყოიძეც შეუერთდა და ერთად დააარსეს Pulsar–ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.
Pulsar–მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit”- ით.Pulsar–ი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). პულსარის ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის.
SpinCar–ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. SpinCar–ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.