ბიზნესი
15/03/2023

"სოფოს კალმახი" - გაზრდილმა მიგრაციამ ქვეყნაში თევზის წარმოება გაზარდა

ბოლო 1 წელში, რაც მასიურად დაიწყო ჩვენს ქვეყანაში უკრაინელებისა და რუსების მიგრირება, თევზზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისად, ფერმერებმა წარმოებაც გაზარდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ფერმერების დიდმა ნაწილმა თევზის წარმოება შეაჩერა, თუმცა, ახლა ვითარება ნაწილობრივ შეცვლილია.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ეს დარგი ქაოტურად ვითარდება და თევზის მწარმოებლები ორიენტირებული და დამოკიდებული ვართ ტურისტულ სეზონზე. პანდემიის პერიოდში, როდესაც შეწყდა ტურისტული ნაკადების შემოდინება, უამრავი თეზსაშენი დაიხურა. შესაბამისად, ქვეყანაში თევზის წარმოება შემცირდა.

თუმცა, გასული 2022 წლიდან, რაც მასიურად დაიწყო მიგრირება უკრაინელების და რუსების, იმდენად მაღალი  მოთხოვნა გაჩნდა თევზპროდუქტებზე, რომ გაჩერებულ ფერმერებს გაუჩნდათ სურვილი განეახლებინათ წარმოება. როგორც იცით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ თევზი და მისი მოხმარების კულტურა მაღალ დონეზე აქვთ, ამიტომ, გაჩნდა მოთხოვნა და გაიზარდა წარმოებაც. ვფიქრობ, ეს ფონი დიდხანს არ ჩაცხრება და შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნა შენარჩუნდება“, - აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

მისი თქმით, საქართველოში წარმოებული თევზი, მცირე რაოდენობის გამო, ამჟამად ექსპორტზე ვერ გავა, თუმცა ქვეყანაში არსებულ მეურნეობებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა 40%-ით მაინც დააკმაყოფილონ.

ცნობისთვის, საკალმახე მეურნეობა „სოფოს კალმახი“ 2022 წელს დაარსდა. ის წელიწადში 3 ტონამდე თევზს და 1 მილიონ ლიფსიტას აწარმოებს (ძირითადად, კალმახს), თუმცა მეურეობის დამფუძნებელი, წარმოების 5 ტონამდე გაზრდას განიხილას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022