ბიზნესი
31/03/2021

სოფო ფხაკაძე: ეკონომიკა კრიზისშია და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებები

ბიზნესმა პრემიერს დაახლოებით 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ 10 პუნქტის ქვეშ წარვადგინეთ ბიზნესის ხედვა, თუ რას ვფიქრობთ თითოეულ საკითხზე.

"შევეცადეთ როგორც ყოველთვის ვყოფილიყავით ობიექტურები", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკა არის კრიზისში და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ და ყოველთვის ვისაუბრებთ ღიად. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება ერთობლივი შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა და რასაკვირველია ამით არ უნდა დამთავრდეს. ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი საწინდარი ქვეყნის წარმატების. ყველა თემას ვერ შევეხებოდით დღეს, მაგრამ ის თემები, რომლის გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.