ბიზნესი
03/02/2022

სნეპ ფიტნესი: "მწვანე პასპორტის" გაუქმების მომხრე არ ვართ, თუმცა მთავრობას ვემორჩილებით

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ მწვანე ბარათების“ მოთხოვნის  გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიზნესისთვის ამას დიდი ეფექტი არ ექნება.

„რიცხვებში არ დამითვლია, თუმცა, ვვარაუდობ, რომ არაფერი შეიცვლება,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გაზრდის დარბაზში ე.წ. ანტივაქსერების რაოდენობას და შეამცირებს  მათ რაოდენობას, ვინც თავიდანვე მომხმრე იყო, სპორტულ დარბაზებში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე მომხმარებელი ყოფილიყო.  

„არ მომწონს  „მწვანე ბარათების“ მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილება, ძლივს დაინერგა, ძლივს შევეჩვიეთ, თუმცა, რაც ვიზამთ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დავემორჩლებით,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

რაც შეეხება ბიზნესისთვის მიმართვას, გამოიყენონ „მწვანე პასპორტები“, ამას სოლოღაშვილი არ ეთანხმება, მსგავსი რამ ხალხში გაღიზიანებას გამოიწვევს.

„სექტორში გვქონდა კონსულტაციები და არავინ გეგმავს დარბაზში მომხმარებელს „მწვანე პასპორტი“ მოსთხოვონ. ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდებით, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს 4 ფილიალი, ბიზნესისთვის ეს დამაზარალებელი იქნება. 1 ფილიალი, რომ მქონდეს, არც დავფიქრდებოდით,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ბიზნესს "მწვანე ბარათის" გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020