ბიზნესი
01/02/2022

ამირან გამყრელიძე ბიზნესს მიმართავს, "მწვანე ბარათი" მაინც გამოიყენონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საჯაროდ არ აფიქსირებს პოზიციას, ეთანხმება თუ არა "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.  

"მწვანე პასპორტის" გაუქმებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საბჭოზე დავაფიქსირე. სოციალურ ქსელში იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, "მწვანე პასპორტი" დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა მის გაუქმებას, შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის პრინციპით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მან ბიზნესის წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ "მწვანე ბარათი" მაინც გამოიყენონ.  

"კი ბატონო, "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ არის, მაგრამ ჩემი, როგორც ერთი ექიმის გადასახედიდან რეკომენდირებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ აცრის და ტესტირების სტატუსს. ანუ, იქ "მწვანე პასპორტი" მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

კითხვას, "მწვანე პასპორტის" გაუქმება წაახალისებს თუ არა ანტივაქსერულ განწყობებს, ამირან გამყრელიძე პასუხობს: "პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. "მწვანე პასპორტი" იქნება თუ არა, ყველასმოვუწოდებ, წავიდნენ და აიცრან". 

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020