"სკიჯის“ ფიტნეს, დიაბეტური და საბავშვო კანფეტები ბაზარზე 2024 წლიდან გამოვა
ჩირის მწარმოებელი კომპანია „სკიჯი“ოთხი ახალი სახეობის კანფეტების გამოშვებას გეგმავს. ფიტნეს, დიაბეტური, მაღალკალორიული და საბავშვო კანფეტები ბაზარზე 2024 წლის ბოლოდან გამოჩნდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დარეჯან ბერძენიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ტექნოლოგიის დახვეწასა და სერთიფიცირებაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ვგეგმავთ, რომ საბავშვო კანფეტები იყოს შოკოლადებში და ლამაზად შეფუთული. დიაბეტური კანფეტები კი მხოლოდ ისეთი სახეობის ჩირისგან დამზადდება, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა მისაღები. ოთხივე სახეობის კანფეტი იქნება სერიული წარმოების, თუმცა, არა იმ რაოდენობის, რომ ყველა სააფთიაქო ქსელში შევიტანოთ, რომელიმე მათგანში აუცილებლად შევალთ. ახლა ვიწყებთ სერტიფიცირებაზე მუშაობას, იხვეწება ტექნოლოგიაც და შემდეგ მოხდება ლაბორატორიული შემოწმება,“-აღნიშნა დარეჯან ბერძენიშვილმა.
„სკიჯი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიამ წარმოება აწარმოე საქართველოს მიკროგრანტების პროგრამის დაფინანსებით დაიწყო. „სკიჯი“ გურიის რაიონ სოფელ ხიდისთავში მდებარეობს.