ბიზნესი
27/11/2020
სითი მოლი: სავაჭრო ცენტრები არასოდეს ყოფილა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი
„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრები არასდროს ყოფილა კორონა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი.
„პირველი „ლოქდაუნიდან“ გამომდინარე მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები სავაჭრო ცენტრებისთვის, რომელმაც საკმაოდ კარგად იმუშავა. შევქმენით უსაფრთხო სივრცე და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით არასდროს გავმხდარვართ ცხელი წერტილი.
პრაქტიკულად, ნულამდე იყო დაყვანილი თანამშრომლების დაინფიცირება. პანდემიის ადრეულ ეტაპზე შეჩერებული ოპერირების აღდგენისთვის ვიკისრეთ ვალდებულება და დამატებითი ფინანსური რესურსი მოვაბილიზეთ“,- აღნიშნა ლევან მესხელმა.