ბიზნესი
12/01/2021

სითი მოლი: რითეილ სექტორს ინვესტორებთან, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას

„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შეზღუდვების და ამ მხრივ არასტაბილურობის გამო, რითეილ სექტორს პრობლემა, შესაძლოა, უცხოელ კომპანიებთან და ინვესტორებთან შეექმნას.

„მაგალითად,“რითეილ გრუპ ჯორჯია“, რომელიც კომპანია „ინდიტექსთან“ თანამშრომლობს, ათეულობით მილიონი დოლარი გვაქვს გადახდილი, რომ ბაზარზე იყოს. ეს კომპანიები რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდნენ, სექტორი ჩამოიშლება. ინვესტორი რომ კითხულობს როდის იხსნება ეკონომიკა და ვეუბნებით 16 იანვარს, ხოლო 14 იანვარს ვიგებთ რომ არ ვიხსნებით, ეს უკვე ცუდია, ყველა აქციონერი იფიქრებს იმაზე, რომ ხომ არ გავიდეს გარკვეული პერიოდი ბაზრიდან, რათა ბევრი თანხა არ იზარალოს და როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, მერე შემოვიდეს,“-აცხადებს მესხელი.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.