სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის იურიდიულ პირებს იწვევს
სინერჯი ჯგუფი თავის კერძო კაპიტალის (სინერჯი კაპიტალი) ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს.
იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეს
- საერთაშორისო სტანდარტებით დათვლილი კაპიტალის მოცულობა მილიონ ლარზე მეტი;
- ამ ოპერაციებისათვის განკუთვნილი თანხა, მინიმუმ 300,000 ლარი;
- უნდა აინტერესებდეს მისი ოპერაციული საქმიანობის მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს უნარი, სწრაფად იღებდეს ინვესტიციის განხორციელებაზე გადაწყვეტილებას;
- უნდა აინტერესებდეს მსგავსი ტიპის ოპერაციებში გამოცდილების და კომპეტენციის დაგროვება.
სინერჯი ჯგუფი 1999 წელს დაარსდა. კომპანია ჩართულია ქვეყნის უდიდესი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის, წამყვანი ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ფარმაცევტული და სხვა სავაჭრო საცალო ქსელების, ბევრი წარმოების ზრდა-განვითარებაში.
2018 წლის აპრილში სინერჯი ჯგუფმა სინერჯი კაპიტალი დააარსა, რომლის საშუალებითაც კერძო კაპიტალის ოპერაციების განხორციელება დაიწყო. დღეს კომპანია 20-50% წილებს ფლობს 15 ორგანიზაციაში როგორც წარმოების, ისე ვაჭრობის და მომსახურების სფეროში და აქტიურად არის ჩართული მათ განვითარებაში. სინერჯი ჯგუფი “სინერჯი კაპიტალის” პორტფელური კომპანიების რაოდენობას მუდმივად ზრდის. წელს 10-მდე ახალი შესყიდვაა დაგეგმილი ამ კუთხით.