ბიზნესი
20/02/2023

სილამაზის ცენტრი "ნოუჰაუ" - რუსეთ-უკრაინის ომმა "შილაკის"  პროცედურა გააძვირა

რუსეთ-უკრაინის ომმა, გელ-ლაქების (ე.წ შილაკი)  პროცედურა გააძვირა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სილამაზის ცენტრ „ნოუჰაუში“ განუცხადეს, გელ-ლაქის გასაკეთებლად საჭირო მასალების იმპორტი, ძირითადად, ამ 2 ქვეყნიდან ხორციელდებოდა, საიმპორტო ქვეყნები არც ახლა ჩაუნაცვლებიათ, თუმცა, ადგილზე ნედლეულიც გაძვირდა და მისი ტრანსპორტირებაც.

„ბოლო 1 წლიან პერიოდში, ომის დაწყებიდან დღემდე, გელ-ლაქის მასალები მნიშვნელოვნად გაგვიძვირდა. ცხადია, ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ჩვენი მომსახურების ფასებზეც და ამ ეტაპზე, გელ-ლაქის გაკეთება 5%-ით არის გაძვირებული“,- განმარტეს სილამაზის ცენტრ „ნოუჰაუში“.

მათი ინფორმაციით, გელ-ლაქის პროცედურა „ნოუჰაუში“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხვნადია და სილამაზის ცენტრის მომსახურებებიდან 60% სწორედ მასზე მოდის.

„ნოუ-ჰაუში“, ბოლო დღეების განმავლობაში, ცნობილი ექიმების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ გელ-ლაქის საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მათ საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.

„ჩვენთან სიტუაცია არ შეცვლილა. ისევ იმდენი ადამიანი მოგვმართავს გელ-ლაქის მომსახურებაზე, რამდენიც მანამდე, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქციას ვიყენებთ ყველაფერში“, - აღნიშნეს „ნოუჰაუში“.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე - "შილაკის" საფრთხეების შესახებ. ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022