ბიზნესი
19/03/2021

სილამაზის სალონების ფედერაცია: ინდუსტრიამ ჩრდილოვან ნაწილში გადაინაცვლა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელი თამარ შარაშენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში სილამაზის სალონების ინდუსტრია ჩრდილოვან მხარეს გადავიდა.

მისი განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა ბინებზე მომსახურებაა, რის გამოც დიდი დარტყა მიადგა როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ისე ბიზნესს.

„აქ კოვიდზე მეტად სხვა ინფექციების გავრცელების საშიშროებაა. ამის გარდა, დაზარალდა ბიზნესი, შემოსავლები უკონტროლო გახდა, გაჩნდა ე.წ შავი ხვრელი. სექტორი ჩრდილოვან ნაწილში გადავიდა,“ - აცხადებს  შარაშენიძე.

მისი ინფორმაციით, რთულია განსაზღვრო როდის დაუბრუნდება ინდუსტრია პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

„ბიზნესი ცალკე არ არსებობს, ის გარკვეულწილად სხვა ბიზნესებთანაა დაკავშირებული. ასე ვართ ჩვენც. ახლა, როდესაც რესტორნები გაჩერებულია და არ მუშაობენ იმ დოზით, როგორც ადრე, ჩვენს სექტორზე ეს ნეგატიურად აისახება. სალონებში მომართიანობა იყო ზუსტად მაშინ, როდესაც ხალხი რესტორნებში აქტიურად დადიოდა. ახლა კი სალონებში მომართვიანობა დაახლოებით 50%-ით შემცირებულია“-აცხადებს შარაშენიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022