ბიზნესი
09/06/2023

შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტომობილი ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთ ავტოსკოლას ჰყავს

ქართულ ბაზარზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტომობილით მართვის სწავლების სერვისი გამოჩნდა. სერვისს მსურველებს „ავტოსკოლა ილო“ სთავაზობს. როგორც ავტოსკოლის დამფუძნებელმა ზურაბ რაჯებაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სერვისი კონკრეტული მომხმარებლის მიმართვის შემდეგ აამუშავეს, თუმცა მას შემდეგ მოთხოვნა აღარ დაფიქსირებულა.

„მართალია, მაღალ მოთოვნას არ ველოდით, თუმცა კონკრეტულმა ადამიანმა მოგვმართა და მისი სურსვილის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ავტომობილის ადაპტაცია მოგვეხდინა. მანქანა ლიზენზირებულმა კომპანიამ გადააკეთა, რომელიც იგივე სერვისს შსს-ს მომსახურების სააგენტოს აწვდის. ეს 800 ლარი დაგვიჯდა,“ - განმარტა რაჯებაშვილმა.

მისი თქმით, წლების წინ შშმ პირებს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება საკუთარი მანქანით უწევდათ, რომელიც კუსტარულად ჰქონდათ გადაკეთებული, თუმცა შსს-ს დღეს უკვე ჰყავს ადაპტირებული ავტომობილი, რომელიც გმოცდისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. როცა ეს სიახლე დაინერგა, ბაზარზე არცერთი ავტოსკოლა არ სთავაზობდა შშმ პირებს მათზე მორგებული ავტომობილით მომსახურებას, რომლის მართვაც მხოლოდ ხელით იქნებოდა შესაძლებელი. ახლა კი ეს სერვისი მხოლოდ ერთ ავტოსკოლას აქვს.

რაც შეეხება ფასებს, ზურაბ რაჯებაშვილის თქმით, ავტოსკოლების დიდმა ნაწილმა ერთი აკადემიური საათის (45 წუთი) ღირებულება 10 ლარით გაზარდა, რის შედეგადაც დახურულ სივრცეში ჩატარებული გაკვეთილის ღირებულება 40 ლარი, ქუშაში კი 50 ლარი გახდა. თუმცა, როგორც რაჯებაშვილმა აღნიშნა, მისი სკოლა, ისევე როგორც სკოლების მცირე ნაწილი, ამ ეტაპზე ძველ ფასებს ინარჩუნებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023