ბიზნესი
26/11/2020
შოთა ბურჯანაძე: ვერც ერთი ოჯახი დღეს 200 ლარად თავის რჩენას ვერ შეძლებს
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ოქროს შუალედი ვერ გამონახა და დღეს დაწესებული შეზღუდვები სექტორისთვის დამღუპველი იქნება. შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მთავრობის მიერ წარდგენილ დახმარების პაკეტებსაც აფასებს.
„ასეთ ვითარებაში უამრავ ადამიანს გამოეცხადება, რომ ისინი 28 ნოემბრიდან სამსახურს კარგავენ და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ რჩებიან. დახმარების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია 200 ლარიანი და ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების სახით, ეს შეიძლება პირველად დახმარებად ჩაითვალოს, რომ ადამიანებისთვის 10 დღის განმავლობაში პურის ფული იყოს. მაგრამ ვერც ერთი ოჯახი დღეს 200 ლარად თავის რჩენას ვერ შეძლებს“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.