ბიზნესი
20/09/2021

შოთა ბურჯანაძე: "მწვანე ზონის" რესტორნები რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდნენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ "მწვანე ზონის" შემქმნელი რესტორნები დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ. 

მაგალითად, მისი თქმით, სტუმარმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა და წავა სოციალური დასვენების ობიექტიდან. 

"მწვანე ზონები" არავის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. ანუ იგულისხმება - ადამიანების უსაფრთხოდ შეკრება. ეს არავის დისკრიმინაცია არაა. იდეა იქიდან მომდინარეობს, რომ სოციალური დასვენების ადგილებში ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა აცრა, ან ბოლო 72 საათში PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რესტორნებს შესაძლებლობას მისცემს, ეტაპობრივად გამოვიდნენ იმ პრობლემებიდან, რის წინაშეც ახლა დგანან. 

თუ რესტორანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მწვანე ზონად დაფიქსირდეს, ამ შემთხვევაში მას რეგულაციების გარეშე ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს. ანუ უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რაც დღეს სარესტორნო სფეროსთვის არის დაწესებული“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, "მწვანე სისტემის" წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქორწილების, ივენთების და სხვა ღონისძიებების გამრთვაც იქნება შესაძლებელი.  

"გარდა ამისა, დღეს აკრძალულია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ივენთები, ქორწილები და ა.შ. თუ ეს მწვანე სისტემა განხორციელდა, ბიზნესმა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარკვეულწილად სწორი ნაბიჯები გადადგეს, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება გაიმართოს ეს ღონისძიებებიც",- აცხადებს შოთა ბურჯანაძემ. 

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ზოგიერთი რესტორანი "მწვანე ზონის" შექმნის იდეას უყურებს, როგორც ფინანსური პრობლემების შექმნას, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ბევრი აცრილი არ არის.

"ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებელი მოაკლდებათ. ჩვენი მოთხოვნა იყო  საშემოსავლოს გარკვეული ვადით შემცირება ან მოხსნა. ეს პრეცედენტი უკვე არსებობდა ჩვენს რეალობაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის რთული არ უნდა იყოს",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020